ოქროსფერი შემოდგომა

 პროექტი: ოქროსფერი შემოდგომა

პროექტი, რომლის თემაც იყო :" ოქროსფერი შემოდგომა" ,მთელი ერთი  კვირის განმავლობაში მოსწავლეებთან ერთად დავაკვირდით და შევისწავლეთ ის თავისებურებები, რაც წელიწადის ამ დროს ახასიათებს, კვირის ბოლოს ბავშვებმა შეაჯამეს მიღებული ცოდნა.აქტიურად იყვნენ ჩართული  შემოდგომის კუთხის მოწყობაში. მოაგროვეს ნაირფერი, შემოდგომისათვის დამახასიატებელი ფოთლები,გაამზადეს დეკორაციები, გაიხსენეს თავიანთ ოჯახებში როგორ მიმდინარეობს რთველის ტრადიციები. გაიხსენეს შემოდგომის ლექსები.და გამოცანები.

იზანი: მოსწავლემ შეძლოს ბუნებაზე დაკვირვება და დასკვნების გამოტანა; იმსჯელოს, მოიყვანოს სატანადო არგუმენტები,

პროექტზე მუშაობისას მოსწავლეს განუვითარდება მსჯელობის, კვლევა-ძიების,ფანტაზიის,საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების, თვითორგანიზაციის, თვითპასუხისმგებლობის, პრობლემის მოგვარების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნებისა და თანამშრომლობის უნარები.















                                                                   რეფლექსია
პროფესიული სტანდარტის შესაბამისად მასწავლებელი ვალდებულია ორიენტირებული იყოს თითოეული მოსწავლის განვითარებასა და წარმატებაზე და თანამედროვე სტრატეგიებისა და მეთოდების გამოყენებით უზრუნველყოს მისი სწავლება ესგ-ის შესაბამისად.
რადგანაც დღეს, პროექტებით სწავლება აქტუალურია , გავითვალისწინე მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები, გონებრივი შესაძლებლობები და მათი ინტერესებიდან გამომდინარე, პრიორიტეტულად ჩავთვალე აღნიშნული თემა შემეთავაზებინა პროექტული სწავლების გზით.
კლასში გავმართეთ დისკუსია პროექტის ინიციატივის შესახებ. პროექტის მონაწილეთა ინტერესების, შესაძლებლობებისა და ინიციატივების გათვალისწინებით დავხვეწეთ იდეები,განვიხილეთ პროექტის მიზანი, ამოცანები, პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები და მოსალოდნელი შედეგები. შევიმუშავეთ პროექტის სამოქმედო გეგმა, თითოეული აქტივობის შესრულების ვადა,პირობები, საჭირი რესურსი და პასუხისმგებელი პირებები.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები და მე მხოლოდ ფასილიტატორის როლი მოვირგე. პროექტმა დასახულ მიზანს მიაღწია.
 
ირმა დიასამიძე

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ექსკურსია ბათუმში

ინკლუზიური განათლება

"ცოდნის ზეიმი"