ინკლუზიური განათლება

 ინკლუზიური განათლება გულისხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად. ბევრი ბავშვი განიცდის სწავლასთან დაკავშირებულ სირთულეებს,რაც შეიძლება გამოწვეული იყოს მოსწავლის ფიზიკური,ინტელექტუალური, სოციალური, ემოციური,ლინგვისტური თუ სხვა მდგომარეობით.ყველა საგანმანათლებლო სისტემის ვალდებულებაა,ყველა ბავშვისთვის მოძებნოს წარმატებით სწავლების გზები. მაქვს გამოცდილება ინკლუზიური მიმართულებით მუშაობის. მაქვს გავლილი ტრენინგები.ჩემ კლასში მყავს ერთი სსსმ მოსწავლე,. სკოლის სსსმ მასწავლებელთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, დავისახე მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები,რომლის ფარგლებშიც მოსწავლე მონაწილეობდა სასკოლო და საკლასო აქტივობებში თანაკლასელებთან ერთად. სკოლაში მიმდინარე აკადემიურ (მაგ. წერა, კითხვა...) თუ არააკადემიურ (მაგ. დასვენებებზე თანატოლებთან თამაში) პროცესებში. მუდმივად ვცდილობდი გამომეყენებინა ერთნაირი,მაგრამ მისთვის მოდიფიცირებული სტრატეგიები. (მაგ. მსგავსი ინსტრუქციები მასალის ახსნისას, იდენტური საშინაო დავალებები, მისთვის განსაზღვრული დრო საშინაო დავალების შესასრულებლად...) ამ 4 წლის განმავლობაში მუდმივად ვხელმძღვანელობდი ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპებით. ესენია: სრული ჩართვა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლე სრულად იყო ჩართული სასწავლო პროცესში, უკლებლივ ყველა გაკვეთილს ესწრებოდა და თოთოეულ ამ გაკვეთილისთვის ვიყენებდი მასზე მორგებულ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას. გაკვეთილების შემდეგ, კი სკოლაში სპეციალურად გამოყოფილ რესურსოთახში სსსმ მასწავლებლისა და ჩემი დახმარებით მუდმივად უტარდებოდა დამატებითი გაკვეთილები,ნასწავლის განმტკიცებისა და გავარჯიშებისთვის.









Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ექსკურსია ბათუმში

"ცოდნის ზეიმი"