Сообщения

Сообщения за декабрь, 2022

USAID-ის პროგრამა

Изображение
https://emis188-my.sharepoint.com/personal/nizharadze_rusudan_teachers_gov_ge/_layouts/15/stream.aspx?id=%2Fpersonal%2Fnizharadze%5Frusudan%5Fteachers%5Fgov%5Fge%2FDocuments%2F20210604%5F124306%2Emp4&ga=1   USAID ხელს უწყობს საქართველოს სკოლებში სწავლების თანამედროვე, მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვას, რაც სასიკეთოდ აისახება მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე და მომავალ წარმატებაზე. იმისათვის, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვი საზოგადოებაში ადგილის დასაკავებლად მოვამზადოთ, აუცილებელია მათი საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილება; უნდა გადავხედოთ სწავლების პრაქტიკას და განვსაზღვროთ, თუ როგორ შეიძლება ის მეტად ინკლუზიური გავხადოთ. მხარდამჭერი მრავალშრიანი სისტემის პილოტირების ფარგლებში, რომელიც საქართველოს 15 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს, I-VI კლასების დაწყებითი საფეხურის, ქართულის, მათემატიკის ყველა მასწავლებელი და სპეციალური მასწავლებელი გადამზადდა სწავლების ისეთი მეთოდოლოგიის გამოყენებაში, როგორიც არის სწავლის უნივერსალური დიზაინი, მოსწავლეზე დაკვირვება, განმავი

წრე " ნორჩი მათემატიკოსები"

Изображение
 მათემატიკის წრე: ნორჩი მათემატიკოსები წრის ხელმძღვანელი: ირმა დიასამიძე იდეა:  მოსწავლეები უფრო ღრმად შეისწავლიან სააზროვნო ამოცანების ამოხსნას. გამოიმუშავებენ ინტელექტუალურ უნარებს. სამიზნე ჯგუფი: მე-3 კლასის 8 მოსწავლე წრე იმუშავებს კვირაში 1-ჯერ მიზანი:  მათემატიკის სამყაროს გაცნობა. შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენება.  მათემატიკის სწავლებით საფუძველს შევუქმნი შესაბამისი უნარების, მათ შორის, ინტელექტუალური უნარების, აბსტრაქტული უნარების ჩამოყალიბებას. ჯგუფური მუშაობით ხელს შევუწყობ სწავლებისა და აღზრდის ერთიან პროცესად წარმართვას. მოსალოდნელი შედეგები:  შეძლებენ ლოგიკური ამოცანების ამოხსნას; გეომეტრიულ მასალაზე მუშაობას; გაუადვილდებათ საყოფაცხოვრებო ამოცანების ამოხსნა; დაინტერესდებიან სააზროვნო ამოცანების ამოხსნით; შეასრულებენ პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რიცხვებზე მოქმედებებს; შეძლებენ დიდი რიცხვების წაკითხვას; ისწავლიან გამრავლების ცხრილს; განუვითარდებათ ამოცანებისა და მაგალითების ამოხსნის უნარჩვევა; დაინტერესდებიან და შეძლებენ ტესტური სავარჯიშოების შესრუ

9 აპრილი- " სისხლიანი აპრილი"

Изображение
 სოციალური პროექტი: " სისხლიანი აპრილი" სამიზნე ჯგუფი: მე-4 კლასის მოსწავლეები პროექტის იდეა: პატივი მივაგოთ გმირებს,9 აპრილის ტრაგედიის გახსენება პროექტის მიზანი:  მოსწავლეებს მივაწოდო  ინფორმაცია ისტორიული მოვლენის შესახებ და არ დაივიწყოს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი. ვა დრო: 1-04-7-04 მმმოსალოდნელი შედეგი: შეიქმნება ნახატები, კედლის გაზეთი, პრეზენტაცია. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ თანამშრომლობის,  კვლევა-ძიების უნარები. მ 9)        პროექტისათვის საჭირო რესურსები:  ინტერნეტი, კომპიუტერი, ფორმატი, სურათები. ფანქრები, მარკერები. როექტის მსვლელობა:  ინფორმაციის, მხატვრული და მუსიკალური ნაწარმოებბეის მოძებნა, შეგროვება,დახარისხება (გაცნობა, მოსმენა, ნახვა), პლაკატის გაფორმება და შიგ მასალის  განთავსება. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი : ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეები შეძლებენ საგანთა შორის კავშირის დამყარებას ( ისტორია), სხვადასხვა დისციპლინაში შეძენილი ცოდნის გამოყენებას ( ისტ და ხელოვნება). 1989 წლის, 9 აპრ
  https://wheelofnames.com/ka/k5u-vwk ინსტრუქცია,   PowerPoint Presentation-ფორ მით იხილეთ აქ: https://edpuzzle.com/   https://www.powtoon.com/account/signup/ პროგრამა:  https://www.powtoon.com/account/signup/

ინკლუზიური განათლება

Изображение
 ინკლუზიური განათლება გულისხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად. ბევრი ბავშვი განიცდის სწავლასთან დაკავშირებულ სირთულეებს,რაც შეიძლება გამოწვეული იყოს მოსწავლის ფიზიკური,ინტელექტუალური, სოციალური, ემოციური,ლინგვისტური თუ სხვა მდგომარეობით.ყველა საგანმანათლებლო სისტემის ვალდებულებაა,ყველა ბავშვისთვის მოძებნოს წარმატებით სწავლების გზები. მაქვს გამოცდილება ინკლუზიური მიმართულებით მუშაობის. მაქვს გავლილი ტრენინგები.ჩემ კლასში მყავს ერთი სსსმ მოსწავლე,. სკოლის სსსმ მასწავლებელთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, დავისახე მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები,რომლის ფარგლებშიც მოსწავლე მონაწილეობდა სასკოლო და საკლასო აქტივობებში თანაკლასელებთან ერთად. სკოლაში მიმდინარე აკადემიურ (მაგ. წერა, კითხვა...) თუ არააკადემიურ (მაგ. დასვენებებზე თანატოლებთან თამაში) პროცესებში. მუდმივად ვცდილობდი გამომეყენებინა ერთნაირი,მაგრამ მისთვის მოდიფიცირებული სტრატეგიები. (მაგ. მსგავსი ინსტრუქციები მასალის ახსნისას, იდენტური საშინაო

ქართულის ენის წრე: ,,წიგნი -ერთგული მეგობარი’’

Изображение
  ქართულის ენის წრე: ,, წიგნი -ერთგული მეგობარი ’’                                                              განცხადება   ახოს #1 საჯარო სკოლაში იწყებს ფუნქციონირებას ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით წრე  ,, წიგნი -ერთგული მეგობარი“. წრე შექმნილია მე- 3 კლასის მოსწავლეებისთვის. მსურველებს გთხოვთ მოგვმართოთ დირექციაში. წრე მუშაობას დაიწყებს 26 სექტემბერს მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთჯერ: სამშაბათს.  პატივისცემით, დაწყებითი კლასის მასწავლებელი ირმა დიასამიძე ქართულის წრე:,, წიგნი -ერთგული მეგობარი“ . წრეში გაერთიანებულია მე- 3 კლასის 8 მოსწავლე.  წრე ტარდება სამშაბათს. წრეზე განსახილველი საკითხები წინასწარ არის გაწერილი,რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს განუვითაროს კითხვის უნარ-ჩვევები და ჩამოუყალიბოს ლიტერატურული გემოვნება. დაწყებით კლასებში მოსწავლეებს უჭირთ მცირე ზომის მხატვრული ტექსტების გააზრებული კითხვა და ინტერპრეტირება,ამიტომ უკეთესი იქნება დამატებითი სამუშაოები, რათა უკეთესად მოხდეს კითხვის გაგება-გააზრება.საწრეო მუშაობის აუცილებელი პირობაც ხომ

მოსწავლეთა წარმატებები

Изображение
  ჩვენმა პატარებმა შპს "მწიგნობარის" მიერ ორგანიზებულ რეგიონალურ ოლიმპიადაში უმაღლესი ხარისხის დიპლომები დაიმსახურეს.მოსწავლეთა ოლიმპიადისთვის მომზადებაში გაწეული შრომისათვის სერთიპიკატები გადმოგვცეს მასწავლებლებსაც. აბა ბოლქვაძე, თამარ კონცელიძე, მარიამ დიასამიძე, საბა სირაბიძე, ბექა ნაკაშიძე, ლიზი კეკელიძე - ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას. კვლავ მრავალი გამარჯვება და წარმატებები ჰქონოდეთ მომავალში.

მასწავლებლის დღის აღნიშვნა

Изображение
  მასწავლებლების ღვაწლი ქვეყნის განვითარებისა და ჯანსაღი საზოგადოების აღზრდის საქმეში, ფასდაუდებელია. ყველა მასწავლებელმა    უნდა იამაყოს, რომ ამ პროფესიის წარმომადგენელია, რადგან , სწორედ მასწავლებელი   აძლევს  მომავალ თაობას  ცხოვრებაში ყველაზე ღირებულს-განათლებას. ასწავლით სწავლის სიყვარულს, რის გარეშეც არაფერი მიიღწევა. მასწავლებლის დღე  მოსწავლეთა თვითმმართველობამ განსაკუთრებული ფორმატით აღნიშნა ჩვენს სკოლაში. მე-10 მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებში გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ რამოდენიმე მათგანი, მომავალ პროფესიად, მასწავლებლობას მოიაზრებს. დირექციასთან შეთანხმებით ამ მოსწავლეებს მიეცათ საშუალება მასწავლებლის დღეზე, მასწავლებლის როლის მორგება. დავით დიასამიძემ გადაწყვიტა თავი გამოეცადა   დაწყებითი განათლების მასწავლებლის ამპლუაში და დახმარების თხოვნით მომმართა.  გავუწიე დახმარება და კონსულტაცია. ავირჩიეთ  გაკვეთილის თემა, ესგ- ს მიზნებიდან გამომდინარე. დავწერეთ გაკვეთილის გეგმა, მიზანი, მეთოდები და აქტივობები. ვიზრუნეთ რესურსებზე. დავითი პასუხისმგებლიანი "მასწავლებე